ხარისხი ჩვენი რეცეპტია
რესტორანი ამირანი სტუმრებს სთავაზობს მუდმივად გემრიელ კერძებსა და სასიამოვნო გარემოს.რესტორანი ამირანის სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დარბაზით:
• ცენტრალური კლასიკური დარბაზი,
• აზიური დარბაზი ,
• ოქროს დარბაზი,
• ინდივიდუალური (კუპე),
. ღია ტერასა
რესტორანი ამირანის მუშაობის წარმატება განპირობებულია პროფესიონალი სამუშაო გუნდით, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაში მუდმივად ზრუნავს რესტორანი ამირანი. მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან დიალოგებითა და თბილი დამოკიდებულებით იქმნება განსაკუთრებული კომფორტი, ისეთი, როგორსაც მასპინძელი უქმნის საკუთარ სტუმარს.
რესტორან ამირანში დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი და უზრუნველყოფილია ჰიგიენური წესების რეგულაცია/დაცვა .
რესტორანი ამირანი არამხოლოდ მასპინძლობს სტუმარს, არამედ მომსახურების უმაღლესი დონით უქმნის თბილ და კომფორტულ გარემოს, ამით მომხმარებელი თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და იმუხტება დადებითი და თბილი ემოციებით.
ყველა სტუმარი თავის მხრივ განუმეორებელი და უნიკალურია. რესტორანი ამირანი ყველას ინდივიდუაურად ემსახურება და მათ წინაშე გრძნობს მასპინძლის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას.
„ჩვენ გვიყვარს რესტორანი ამირანი“
General manager: ია გამეზარდაშვილი
Tel: 0431-21-43-32
(+995) 555 27 25 26
E mail: restaurant.amirani@gmail.com